• სააგენტო
    • ჩვენ შესახებ
    • მისია
    • საქმიანობა
    • სტრატეგია
    • დებულება
    • წლიური ანგარიში
    • საჯარო ინფორმაცია
  • PPP პროცესი
    • რა არის PPP?
    • ისტორიული საფუძველი
    • PPP ფაზები
      • პირველი ფაზა
      • მეორე ფაზა
      • მესამე ფაზა
      • მეოთხე ფაზა
      • მეხუთე ფაზა
      • საინიციატივო შეთავაზება
  • პროექტები
    • პოტენციური PPP პროექტების ბაზა
    • ტენდერები
    • მოგვაწოდეთ იდეა
  • სიახლეები
    • ახალი ამბები
    • ვიზიტები
    • ღონისძიებები
  • ინვესტორთა კუთხე
    • ბიზნესის კეთება საქართველოში
    • სტრატეგიული დოკუმენტები
    • ბიზნესგარემო
  • რესურსები
    • სამართლებრივი ბაზა
    • სახელმძღვანელო
    • საერთაშორისო გამოცდილება
  • სააგენტო
    • ჩვენ შესახებ
    • მისია
    • საქმიანობა
    • სტრატეგია
    • დებულება
    • წლიური ანგარიში
    • საჯარო ინფორმაცია
  • PPP პროცესი
    • რა არის PPP?
    • ისტორიული საფუძველი
    • PPP ფაზები
      • პირველი ფაზა
      • მეორე ფაზა
      • მესამე ფაზა
      • მეოთხე ფაზა
      • მეხუთე ფაზა
      • საინიციატივო შეთავაზება
  • პროექტები
    • პოტენციური PPP პროექტების ბაზა
    • ტენდერები
    • მოგვაწოდეთ იდეა
  • სიახლეები
    • ახალი ამბები
    • ვიზიტები
    • ღონისძიებები
  • ინვესტორთა კუთხე
    • ბიზნესის კეთება საქართველოში
    • სტრატეგიული დოკუმენტები
    • ბიზნესგარემო
  • რესურსები
    • სამართლებრივი ბაზა
    • სახელმძღვანელო
    • საერთაშორისო გამოცდილება
  • ENG
  • GEO

თბილისში საჯარო და კერძო თანამშრომლობის საკითხებზე ტრენინგი გაიმართა

აპრილი 29, 2022

27-29 აპრილს, სასტუმრო “თბილისი მარიოტში”, გაიმართა საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოსა და მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებული ტრენინგი, რომლის მიზანი იყო სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება და საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ ცნობიერების გაზრდა.

ტრენინგებს უძღვებოდნენ მსოფლიო ბანკის ექსპერტი და ენერგეტიკის სფეროს უფროსი სპეციალისტი – Arthur Kochnakyan, მსოფლიო ბანკის კონსულტანტი საჯარო და კერძო თანამშრომლობის საკითხებში – Bernardo Weaver და საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Consilium-ის მმართველი დირექტორი – Harold Fairfull. ტრენინგებს ესწრებოდნენ საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს თანამშრომლები, ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს, ენერგეტიკის განვითარების ფონდის, თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები.

სამდღიანი სწავლების დროს ტრენერებმა და მონაწილეებმა განიხილეს საჯარო და კერძო თანამშრომლობასთან დაკავშირებული სხვადასხვა აქტუალური საკითხი: საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელების ციკლი და პროცესში ჩართული უწყებების როლი და პასუხისმგებლობა, საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების ეკონომიკური მხარის დასაბუთება და ხარისხის ფასთან თანაფარდობის შეფასება, კერძო სექტორის ჩართულობის მეთოდების, მათ შორის სახელშეკრულებო ჩარჩოს, შერჩევა, საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი ასპექტები.

აღსანიშნავია, რომ ტრენინგი დისკუსიების და კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. მონაწილეებმა შექმნეს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის ფინანსური მოდელი და გააკეთეს ხარისხის ფასთან თანაფარდობის ანალიზი, ასევე იმსჯელეს საქართველოში საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროცესის გაუმჯობესების შესაძლებლობებსა და პროგრესის მიღწევის გზებზე.

მენიუ

  • პროექტები
  • სიახლეები
  • ინვესტორებისათვის

კონტაქტი

სრულად
  • თბილისი 0114, პავლე ინგოროყვას ქ. N7
  • phone icon +995 (32) 299 09 00 (2399)
  • email icon [javascript protected email address]
  • facebook logo
  • youtube logo

სიახლეების გამოწერა

© Copyright 2022

ყველა უფლება დაცულია