სოფიო ნუცუბიძის შესახებ
სამუშაო გამოცდილება:
08.08.2019 – დღემდე
ადმინისტრაციული მენეჯერი, სსიპ – საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო
ფუნქციები:
- საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის განხილვა და კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმება;
- პროექტებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების პროექტების რევიზია და შენიშვნების მომზადება;
- წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა და რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობა;
- სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული დადგენილებებისა და განკარგულებების პროექტებისა და განმარტებითი ბარათების მომზადება;
- ყველა სახის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტების მომზადების უზრუნველყოფა;
- სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიის შემუშავება და დანერგვა;
- საკადრო სახის დოკუმენტაციის მომზადება/წარმოება, მათ შორის ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის ფარგლებში;
- საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების შესახებ საინფორმაციო ბაზის შექმნა და წარმოება;
- სააგენტოს ყოველწლიური ანგარიშის, ბროშურის, გზამკვლევის მომზადება;
- ოფიციალური წერილების პროექტების მომზადება;
- სააგენტოს საქმეთა ნომენკლატურის შემუშავება, სახელმწიფო არქივთან შეთანხმება;
- საქმისწარმოების დოკუმენტების ტიპებისა და ვადების მიხედვით აღრიცხვა, აკინძვა და არქივისთვის გადასაცემად მომზადება;
- საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა;
- სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება;
- სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის აწყობაში მონაწილეობა და კონტენტის მართვა;
- სააგენტოს შეხვედრების შესახებ ნიუსების მომზადება;
- სააგენტოში შემოსული და სააგენტოდან გასული კორესპონდენციის დამუშავება და პასუხის გაცემის უზრუნველყოფა;
- სააგენტოს თანამშრომელთა სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის წარმოება;
- სააგენტოს თანამშრომელთა შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება;
- სააგენტოს თანამშრომელთა ოფიციალური ვიზიტების მომზადება;
- სააგენტოს მიერ ორგანიზებული ტრენინგების, შეხვედრების, კონფერენციებისა და ღონისძიებების მომზადება/განხორციელებაში მონაწილეობა;
- კომპეტენციის ფარგლებში, სხვა სამართლებრივ/ადმინისტრაციულ/ორგანიზაციულ ფუნქციათა განხორციელება/სააგენტოს ამოცანების შესრულებაში მონაწილეობა.
03.09.2013 – 07.08.2019
დირექტორის თანაშემწე, სსიპ – იურიდიული დახმარების სამსახური
- იურიდიული დახმარების ბიუროების ბაზაზე არსებული იურიდიული კლინიკების სტაჟირების პროგრამის კოორდინირება;
- იმიტირებული სასამართლო პროცესების ორგანიზება;
- იურიდიული კლინიკის კონცეფციის მომზადება;
- იურიდიული კლინიკისათვის საპროექტო განაცხადის მომზადება და დონორების მოძიება;
- საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ ანგარიშებსა და სამოქმედო გეგმებში სამსახურის ვალდებულებების იდენტიფიცირება;
- ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ფინანსური შეთანხმების, ასევე მთავრობის ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის, ნატო-საქართველოს წლიური სამოქმედო გეგმის და სხვა მსგავსი დოკუმენტების ფარგლებში, სამსახურის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების შესახებ ანგარიშის მომზადება;
- დირექტორის დავალებით, უწყებათაშორისი საბჭოების სამუშაო ჯგუფების შეხვედრებში მონაწილეობა;
- სამოქალაქო სამართლის საქმეებზე მომუშავე ადვოკატებისათვის, თავშესაფრის მაძიებელთა წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოძიება და ანალიზი;
- საჭიროების შემთხვევაში, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის კონკრეტული მუხლის დარღვევასთან დაკავშირებული, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილული საქმის მოძიება და ანალიზი;
- განხორციელებული საქმიანობის შესახებ სამსახურის წლიური ანგარიშის მომზადება;
- სამსახურის სამოქმედო გეგმისა და სტრატეგიის მომზადებაში მონაწილეობა;
- კონფერენციების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობა;
- სამსახურის სერვისებისა და საქმიანობის შესახებ, ასევე სხვადასხვა სამართლებრივ თემაზე პრეზენტაციის მომზადება და წარდგენა;
- ყველა სახის დოკუმენტაციის, მათ შორის, ვებგვერდზე განთავსებული ნიუსებისა და წარმატებული საქმეების თარგმნა ინგლისურ ენაზე;
- საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერთან ერთად, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
- დირექტორის სამუშაო ვიზიტების ორგანიზება;
- მრგვალი მაგიდების, შეხვედრების, ტრენინგებისა და სხვა ღონისძიებების ორგანიზება;
- საქმიანი შეხვედრების ინგლისურ და ქართულ ენებზე თარგმანის უზრუნველყოფა;
- შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მათზე სათანადო რეაგირება;
- სამსახურის დირექტორის დავალებების შესრულება და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
განათლება:
- 2013 – 2015 წწ.
მაგისტრატურა, იურისპრუდენცია
(გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის სპეციალური პროგრამა)
რუსეთის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტი (მოსკოვი, რუსეთი) - 2005 – 2009 წწ.
ბაკალავრიატი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (თბილისი, საქართველო)
სტაჟირება/სასწავლო კურსები/ტრენინგები:
- 07.11.22-10.11.22 – საჯარო და კერძო თანამშრომლობის სერტიფიცირების ტრენინგი, მსოფლიო ბანკი;
- 27.04.22-29.04.22 – ტრენინგი საჯარო და კერძო თანამშრომლობის საკითხებზე, მსოფლიო ბანკი;
- 14.03.22-18.03.22 – საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის სალექციო კურსი (ტრენინგი), საქართველოს ეროვნული არქივი;
- 02.12.21 – ონლაინ კურსი – ეთიკა და ქცევის ზოგადი წესები საჯარო სამსახურში, www.ethics.gov.ge;
- 03.10.19 – ტრენინგი – საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის კონტრაქტების შედგენა, ADB;
- 10.2017-10.2017 – სასწავლო კურსი – ლტოლვილთა სამართალი, ჰუმანიტარული სამართლის საერთაშორისო ინსტიტუტი (სანრემო, იტალია);
- 19.12.2013 – ტრენინგი – პრეზენტაციისა და წერის უნარები, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო;
- 19.12.2013 – ტრენინგი – პროექტის მართვა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო;
- 19.12.2013 – ტრენინგი – საჯარო სექტორის ეთიკა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო;
- 07.2012-08.2012 – სტაჟირება, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი რუსეთის ფედერაციაში;
- 06.2012-07.2012 – სასწავლო კურსი (Transitional Justice and Fight against Impunity), ვენეციის ადამიანთა უფლებების დაცვის სკოლა (ვენეცია, იტალია);
- 03.2011-07.2011 – სასწავლო კურსი – Certified Business Administrator, თავისუფალი უნივერსიტეტი;
- 03.2009-03.2009 – სასწავლო კურსი – საზოგადოებრივი აზრის კვლევაში (პროგრამა SPSS-ის გამოყენებით), CRRC.
ენები:
- ინგლისური
- რუსული
- ესპანური
კომპიუტერული პროგრამები:
- Microsoft Office Word
- Microsoft Office Excel
- Microsoft Office PowerPoint
- Microsoft Office Outlook
- eFlow
- Google Apps for Business
- Adobe Photoshop
- Adobe Illustrator
- Adobe Premier Pro
- Blender
- eHRMS
- ClickUp
- Asana