სააგენტოს მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები ეწვივნენ

12 დეკემბერს, საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს მსოფლიო ბანკის ადგილობრივი ოფისის ენერგეტიკული გუნდის წარმომადგენელი – სოსო მელითაური და გუნდის ახალი წევრი – ფლორიან კიტი ესტუმრნენ. სააგენტოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ სააგენტოს თავმჯდომარე – ნატალია მოწონელიძე და სააგენტოს უფროსი ანალიტიკოსი – ლევან ბატიაშვილი.
შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს საქართველოში არსებულ ენერგობაზართან დაკავშირებით, ასევე განიხილეს შესაძლო თანამშრომლობის საკითხები. მსოფლიო ბანკის ენერგეტიკული გუნდის ახალი წევრი დაინტერესდა ენერგეტიკის სექტორში, კონკრეტულად კი განახლებადი ენერგიის სფეროში დაგეგმილი ცვლილებებით, საჯარო და კერძო თანამშრომლობის პოტენციური პროექტების მიმდინარეობით, სააგენტოს ინსტიტუციური მოწყობითა და სააგენტოს წინაშე არსებული გამოწვევებით, რაზეც სააგენტოს წარმომადგენლებისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.