სააგენტოს მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები ესტუმრნენ

დღეს საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს ეწვივნენ მსოფლიო ბანკის ეკონომიკური მმართველობისა და ფისკალური ანგარიშგების პროექტის მისიის კონსულტანტი რიჩარდ ალენი და პროგრამის ასისტენტი – თათული ღონღაძე. სააგენტოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ სააგენტოს თავმჯდომარე – ნატალია მოწონელიძე და თავმჯდომარის მოადგილე – ლევან ბატიაშვილი.
მსოფლიო ბანკის კონსულტანტი რიჩარდ ალენი დაინტერესებული იყო საჯარო და კერძო თანამშრომლობის საკითხებითა და საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს ფუნქციებით. სააგენტოს წარმომადგენლებმა სტუმარს მიაწოდეს ინფორმაცია საჯარო და კერძო თანამშრომლობის პოტენციური პროექტების, მათი დაფინანსების გზების და სახელმწიფოს მხრიდან არსებული მხარდაჭერის სქემების შესახებ. სტუმრებს გადაეცათ ბროშურა, რომელშიც თვალსაჩინოდაა გადმოცემული და განმარტებული საქართველოში საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელების ფაზები.