სააგენტომ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს უმასპინძლა

დღეს, საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს ეწვივნენ მსოფლიო ბანკის ენერგეტიკული გუნდის წევრები – იოსებ მელითაური, უფროსი საოპერაციო ოფიცერი და ჯოერნ ჰუენტელერი, ენერგეტიკის უფროსი სპეციალისტი. მათ შეხვედრა გამართეს სააგენტოს თავმჯდომარესთან – ნატალია მოწონელიძესთან და სააგენტოს უფროს ანალიტიკოსთან – ლევან ბატიაშვილთან.
მხარეებმა ისაუბრეს ენერგეტიკის მიმართულებით საქართველოში არსებულ სიტუაციაზე, საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროცესზე, გამოწვევებსა და პროცესის გაუმჯობესების გზებზე, გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებზე, საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროცესში ჩართული უწყებების როლზე, საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს უფლებამოსილებებსა და პროცესის გაუმჯობესების მიმართულებით სააგენტოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოსა და მსოფლიო ბანკს შორის მომავალი თანამშრომლობის საკითხები.