• სააგენტო
    • ჩვენ შესახებ
    • მისია
    • საქმიანობა
    • სტრატეგია
    • დებულება
    • წლიური ანგარიში
    • საჯარო ინფორმაცია
  • PPP პროცესი
    • რა არის PPP?
    • ისტორიული საფუძველი
    • PPP ფაზები
      • პირველი ფაზა
      • მეორე ფაზა
      • მესამე ფაზა
      • მეოთხე ფაზა
      • მეხუთე ფაზა
      • საინიციატივო შეთავაზება
  • პროექტები
    • პოტენციური PPP პროექტების ბაზა
    • ტენდერები
    • მოგვაწოდეთ იდეა
  • სიახლეები
    • ახალი ამბები
    • ვიზიტები
    • ღონისძიებები
  • ინვესტორთა კუთხე
    • ბიზნესის კეთება საქართველოში
    • სტრატეგიული დოკუმენტები
    • ბიზნესგარემო
  • რესურსები
    • სამართლებრივი ბაზა
    • სახელმძღვანელო
    • საერთაშორისო გამოცდილება
  • სააგენტო
    • ჩვენ შესახებ
    • მისია
    • საქმიანობა
    • სტრატეგია
    • დებულება
    • წლიური ანგარიში
    • საჯარო ინფორმაცია
  • PPP პროცესი
    • რა არის PPP?
    • ისტორიული საფუძველი
    • PPP ფაზები
      • პირველი ფაზა
      • მეორე ფაზა
      • მესამე ფაზა
      • მეოთხე ფაზა
      • მეხუთე ფაზა
      • საინიციატივო შეთავაზება
  • პროექტები
    • პოტენციური PPP პროექტების ბაზა
    • ტენდერები
    • მოგვაწოდეთ იდეა
  • სიახლეები
    • ახალი ამბები
    • ვიზიტები
    • ღონისძიებები
  • ინვესტორთა კუთხე
    • ბიზნესის კეთება საქართველოში
    • სტრატეგიული დოკუმენტები
    • ბიზნესგარემო
  • რესურსები
    • სამართლებრივი ბაზა
    • სახელმძღვანელო
    • საერთაშორისო გამოცდილება
  • ENG
  • GEO

სააგენტომ KHNP-საქართველოს პირველ სემინარში მიიღო მონაწილეობა

ივლისი 03, 2019

2019 წლის 1-2 ივლისს, ქ. სეულში, კორეის ჰიდრო და ატომური ენერგიის სახელმწიფო კორპორაციამ (KHNP) მოაწყო ღონისძიება სახელწოდებით „KHNP-საქართველოს პირველი სემინარი“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს თავმჯდომარემ ალექსანდრე რევიამ და მისმა უფროსმა მრჩეველმა ლევან ბატიაშვილმა.

სემინარის დროს, განხილულ იქნა საქართველოში ჰიდროენერგეტიკის სფეროში ინვესტიციების განხორციელების საკითხები, ორ ქვეყანას შორის არსებული და პოტენციური ენერგოპროექტები და საჯარო და კერძო თანაშრომლობის სპეციფიკა. სააგენტოს ხელმძღვანელი ღონისძიებაზე სიტყვითაც გამოვიდა და კორეულ მხარეს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოში საჯარო და კერძო თანამშრომლობის რეფორმისა და პროცესის შესახებ. სპეციალურად მომზადებული პრეზენტაციის დროს, მან დეტალურად ახსნა საქართველოში PPP პროექტების პროცედურული დეტალები და მეთოდოლოგია, რამაც საშუალება მისცა დაინტერესებულ კორეულ კომპანიას გაცნობოდა საქართველოში არსებულ საჯარო და კერძო თანამშრომლობის ჩარჩოს მომავალში ინვესტიციების განხორციელების პროცესის უკეთ დაგეგმვის მიზნით.

ღონისძიების ფორმატში, სააგენტოს ხელმძღვანელი და უფროსი მრჩეველი შეხვდნენ კორეის ერთ-ერთი უდიდესი ენერგოკომპანიის – „კორეის ჰიდრო და ატომური ენერგიის კორპორაციის“ აღმასრულებელ ვიცეპრეზიდენტს. მხარეები შეთანხმდნენ მოქმედების კონკრეტულ გეგმაზე, მიმდინარე და პოტენციურ პროექტებზე ორივე მხარისთვის მისაღები პოზიციის დროულად შეთანხმების მიზნით.

სამუშაო ვიზიტის დროს, სააგენტოს წარმომადგენლები ეწვივნენ „კორეის ჰიდრო და ატომური ენერგიის კორპორაციის“ საკუთრებაში არსებულ ჰიდრო და ატომურ ელექტროსადგურებს, სადაც კორეულმა მხარემ ჩაატარა დეტალური პრეზენტაცია და ისაუბრა ელექტროსადგურების როგორც ტექნიკური, ისე სხვა მახასიათებლების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და ცნობილ სახელმწიფო კვლევით ცენტრთან „კორეის განვითარების ინსტიტუტთან“ (Korea Development Institute), რომელსაც მნიშვნელოვანი როლი აკისრია კორეის სახელმწიფოს განვითარების პოლიტიკის დაგეგმვაში, კვლევებისა და ნოუ-ჰაუების შემუშავებაში. გარდა ამისა, ორმხრივი შეხვედრა მოეწყო კორეის საჯარო და კერძო თანამშრომლობის ცენტრის (PIMAC) აღმასრულებელ დირექტორთან ბ-ნ კივან კიმთან. შეხვედრის დროს, მხარეებმა გაცვალეს დეტალური ინფორმაცია საკუთარი ორგანიზაციების მუშაობის, სტრუქტურისა და გეგმების შესახებ. ცენტრის წარმომადგენელმა ქართველ სტუმრებს გაუზიარა კორეის საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების მართვის წარმატებული პრაქტიკა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების ინტეგრირებული მოდელი, აგრეთვე, გააცნო საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების შესაძლო მაკროეკონომიკური და ფისკალური რისკების მართვის მექანიზმები. მიღწეულ იქნა შეთანხმება და დაიწყო მუშაობა საქართველოს საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოსა და კორეის განვითარების ინსტიტუტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმების შესახებ, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება კონკრეტული ღონისძიებები როგორც ორგანიზაციებს შორის ურთიერთობების გასაღრმავებლად და გამოცდილების გასაზიარებლად, ასევე პროექტების შეფასებისა და განხორციელების მეთოდოლოგიის გასაუმჯობესებლად.

საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ვიზიტის ფარგლებში, არაერთი შეხვედრა და დისკუსია გაიმართა კორეელი ინვესტორების მიერ საქართველოში პროექტების წარმატებით განხორციელების საკითხზე. სააგენტოს მხრიდან მოხდა პროექტების მხარდაჭერის სხვადასხვა მოქნილი მექანიზმის გაცნობა და შეთანხმების მიღწევის მიზნით, გამოითქვა მზაობა, დისკუსიის გაგრძელების შესახებ.

მენიუ

  • პროექტები
  • სიახლეები
  • ინვესტორებისათვის

კონტაქტი

სრულად
  • თბილისი 0114, პავლე ინგოროყვას ქ. N7
  • phone icon +995 (32) 299 09 00 (2399)
  • email icon [javascript protected email address]
  • facebook logo
  • youtube logo

სიახლეების გამოწერა

© Copyright 2022

ყველა უფლება დაცულია