სააგენტომ გაეროს ეკონომიკური საქმიანობის შეფასებაში მიიღო მონაწილეობა

დღეს, საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს გაეროს შიდა ზედამხედველობის სამსახურის (OIOS) ინსპექციისა და შეფასების განყოფილების (IED) უფროსი, ხუან კარლოს პენა ესტუმრა, რომელიც აფასებს გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) ეკონომიკური თანამშრომლობისა და ვაჭრობის მიმართულებით მუშაობას. კერძოდ, ვიზიტის მიზანია შეფასდეს კომისიის მიერ გაწეული სამუშაოს ეფექტურობა და წევრი ქვეყნების მიმართ აღმოჩენილი მხარდაჭერის შედეგები.
შემფასებელი მისიის ხელმძღვანელმა შეხვედრა გამართა საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოსთან, როგორც კომისიის ერთ-ერთ მთავარ დაინტერესებულ მხარესთან. სააგენტოს უფროსმა ანალიტიკოსმა, ლევან ბატიაშვილმა, სტუმარს გააცნო შეხედულებები და მოსაზრებები, რომლებიც დაგროვდა კომისიასთან თანამშრომლობის ფარგლებში, ასევე გაუზიარა რჩევები და რეკომენდაციები კომისიის მუშაობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია (UNECE) აქტიურად მუშაობს თავის წევრ ქვეყნებში პარტნიორებთან ხალხზე/ადამიანზე ორიენტირებული საჯარო და კერძო თანამშრომლობის (PfPPP) ხელშეწყობის და პოპულარიზაციის მიზნით.