• სააგენტო
    • ჩვენ შესახებ
    • მისია
    • საქმიანობა
    • სტრატეგია
    • დებულება
    • წლიური ანგარიში
    • საჯარო ინფორმაცია
  • PPP პროცესი
    • რა არის PPP?
    • ისტორიული საფუძველი
    • PPP ფაზები
      • პირველი ფაზა
      • მეორე ფაზა
      • მესამე ფაზა
      • მეოთხე ფაზა
      • მეხუთე ფაზა
      • საინიციატივო შეთავაზება
  • პროექტები
    • პოტენციური PPP პროექტების ბაზა
    • ტენდერები
    • მოგვაწოდეთ იდეა
  • სიახლეები
    • ახალი ამბები
    • ვიზიტები
    • ღონისძიებები
  • ინვესტორთა კუთხე
    • ბიზნესის კეთება საქართველოში
    • სტრატეგიული დოკუმენტები
    • ბიზნესგარემო
  • რესურსები
    • სამართლებრივი ბაზა
    • სახელმძღვანელო
    • საერთაშორისო გამოცდილება
  • სააგენტო
    • ჩვენ შესახებ
    • მისია
    • საქმიანობა
    • სტრატეგია
    • დებულება
    • წლიური ანგარიში
    • საჯარო ინფორმაცია
  • PPP პროცესი
    • რა არის PPP?
    • ისტორიული საფუძველი
    • PPP ფაზები
      • პირველი ფაზა
      • მეორე ფაზა
      • მესამე ფაზა
      • მეოთხე ფაზა
      • მეხუთე ფაზა
      • საინიციატივო შეთავაზება
  • პროექტები
    • პოტენციური PPP პროექტების ბაზა
    • ტენდერები
    • მოგვაწოდეთ იდეა
  • სიახლეები
    • ახალი ამბები
    • ვიზიტები
    • ღონისძიებები
  • ინვესტორთა კუთხე
    • ბიზნესის კეთება საქართველოში
    • სტრატეგიული დოკუმენტები
    • ბიზნესგარემო
  • რესურსები
    • სამართლებრივი ბაზა
    • სახელმძღვანელო
    • საერთაშორისო გამოცდილება
  • ENG
  • GEO

სააგენტომ „ჩინეთის გზების და ხიდების კორპორაციის“ წარმომადგენლებს უმასპინძლა

მაისი 20, 2022

დღეს, საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტომ შეხვედრა გამართა „ჩინეთის გზების და ხიდების კორპორაციის“ წარმომადგენლებთან. აღნიშნული კომპანია დაინტერესებულია მსხვილი ინვესტიციის განხორციელებით საქართველოს ენერგეტიკის სექტორში, კერძოდ განახლებადი ენერგიის მიმართულებით.

კომპანიის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ „ჩინეთის გზების და ხიდების კორპორაციის“ საქართველოს ოფისის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი, გიორგი გაფრინდაშვილი და მარკეტინგისა და ინვესტირების დეპარტამენტის უფროსი, Wendy Ba. სააგენტოს უფროსმა ანალიტიკოსმა, ლევან ბატიაშვილმა სტუმრებს გააცნო საქართველოში საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების ფაზები, PPP მექანიზმის თავისებურებები, არსებული საკანონმდებლო ჩარჩო, სააგენტოს ფუნქციები, ასევე ისაუბრა სააგენტოს მიერ განხილული PPP პროექტებისა და ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შესახებ. სააგენტომ მზადყოფნა გამოთქვა, საჭიროების შემთხვევაში, სტუმრებს მიაწოდოს ნებისმიერი საჯარო ინფორმაცია თუ სახელმძღვანელო, რომელიც კორპორაციის წარმომადგენლებს დაეხმარებათ საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის ტიპის შერჩევაში, შემუშავებასა და ინიცირებაში.

აღსანიშნავია, რომ „ჩინეთის გზების და ხიდების კორპორაცია“ (CRBC) 1979 წელს დაარსდა. დღეს კომპანიის ოფისები ოპერირებს 60-მდე ქვეყანაში მსოფლიოს მასშტაბით. ის ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა, რომელიც წლებია თავის საქმიანობას წარმატებით ახორციელებს კონტრაქტების, ინვესტიციების, ასევე გზების, ხიდების, პორტების, რკინიგზის, აეროპორტების, გვირაბების, უძრავი ქონების და სამრეწველო პარკის პროექტების ექსპლუატაციის მიმართულებით.

მენიუ

  • პროექტები
  • სიახლეები
  • ინვესტორებისათვის

კონტაქტი

სრულად
  • თბილისი 0114, პავლე ინგოროყვას ქ. N7
  • phone icon +995 (32) 299 09 00 (2399)
  • email icon [javascript protected email address]
  • facebook logo
  • youtube logo

სიახლეების გამოწერა

© Copyright 2022

ყველა უფლება დაცულია