ჩვენ შესახებ
საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომელიც ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე. სააგენტო “საჯარო და კერძო თანამშრომლობის” შესახებ 2018 წლის 4 მაისის კანონის საფუძველზე შეიქმნა, ხოლო ფუნქციონირება 2019 წლის თებერვლიდან დაიწყო.
საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
ლევან ბატიაშვილი – თავმჯდომარის მოადგილე, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი