საერთაშორისო გამოცდილება
https://pppknowledgelab.org/ – 2015 წელს დაწყებული პროექტი, რომელიც თავს უყრის ერთ პლატფორმაზე მსოფლიოში საჯარო და კერძო თანამშრომლობის კუთხით არსებულ ყველაზე მნიშვნელოვან ინფორმაციასა და რესურსებს. პლატფორმა გაეშვა აზიის განვითარების ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, ამერიკათშორისი განვითარების ბანკის, ისლამური განვითარების ბანკისა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.
https://ppp.worldbank.org/public-private-partnership/ – მსოფლიო ბანკის საჯარო და კერძო თანამშრომლობის ცენტრის სამართლებრივი ბაზა. აქ თავმოყრილია საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებებისა და კონცესიების შაბლონები, სხვადასხვა ტიპის სტანდარტული დოკუმენტები და სხვადასხვა ქვეყნების საჯარო და კერძო თანამშრომლობის კანონები და რეგულაციები.
https://ppi.worldbank.org/en/ppi – მსოფლიო ბანკის საჯარო და კერძო თანმშრომლობის ჯგუფის პროექტი სადაც თავმოყრილია მსოფლიოში კერძო სექტორის ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია. მონაცემთა ბაზაში თავმოყრილია შეთანხმებები, რომლებიც გამოიყენება კერძო ინვესტიციების მოსაზიდად, ასევე ინფორმაცია ინვესტიციების ნაკადის წყაროების და დანიშნულების ადგილის შესახებ, ისევე როგორც ინფორმაცია ძირითადი ინვესტორების შესახებ.
https://www.wappp.org/ – საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოებისა და პროფესიონალების მსოფლიო გაერთიანება დაარსდა 2018 წელს. მისი მიზანია PPP დანაყოფების, ინფრასტრუქტურული სააგენტოების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და მრავალმხრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა და გაღრმავება.
http://www.apppi.net/en/ – აზიის საჯარო და კერძო თანამშრომლობის ინსტიტუტი (APPPI) დაფუძნდა 2011 წელს. მისი მიზანია დაეხმაროს აზიის ქვეყნების ადგილობრივ მმართველობებს, განსაკუთრებით სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს, PPP კონცეფციის საშუალებით ადგილობრივი მუნიციპალიტეტების რეგიონალური განვითარების გაღრმავებასა და რეგიონებში ეკონომიკური ზრდის მიღწევაში. ინსტიტუტი ანხორციელებს PPP მოკლევადიან სემინარებს, ქმნის სტანდარტულ PPP საგანმანათლებლო მასალებს და სხვ.
https://ppiaf.org/ – საჯარო და კერძო ინფრასტრუქტურის საკონსულტაციო დაწესებულება (PPIAF) ეხმარება განვითარებადი ქვეყნების მთავრობებს გააძლიერონ პოლიტიკა, რეგულაციები და ინსტიტუტები, რომლებიც უზრუნველყოფენ მდგრად ინფრასტრუქტურას კერძო სექტორის მონაწილეობით. ამ მცდელობების ნაწილში, PPIAF ხელს უწყობს ცოდნის გადაცემას გამოცდილების გზით და ამავდროულად აფინანსებს სხვადასხვა კვლევებსა და ინსტრუმენტებს; ქმნის ინფრასტრუქტურის მიწოდების მასშტაბებს გაზრდის შესაძლებლობებს და ეხმარება სხვადასხვა სუბიექტებს დაფინანსების მიღებაში სუვერენული გარანტიების გარეშე.
http://regulationbodyofknowledge.org – შემუშავდა ფლორიდის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი კომუნალური კვლევების ცენტრის (PURC) მიერ და თავს უყრის ინფრასტრუქტურული პოლიტიკის საუკეთესო იდეებსა და მოსაზრებებს. ამ საიტზე მოცემულია 500 – ზე მეტი ბმული სხვადასხვა კვლევით დოკუმენტებზე, ვრცელი ტერმინების კრებული და თვით–ტესტირების მექანიზმები სწავლის გასაადვილებლად. მითითებები მოიცავს მარეგულირებელი სააგენტოების და სხვა სამთავრობო ორგანოების მიერ გამოცემებსა და გადაწყვეტილებებს; think-tank-ების პოლიტიკურ კონსულტაციებს, კონსულტანტებს, დონორი სააგენტოებს და სხვ. ასევე, ჩატარებულ კვლევებს აკადემიკოსების, კონსულტანტებისა და სხვა ექსპერტების მიერ.
https://ppp-certification.com/ – საჯარო და კერძო თანამშრომლობის, მსოფლიოში აღიარებული სასერთიფიკატო პროგრამა, რომელიც უახლესი ცოდნისა და ტექნოლოგიების გამოყენებით ახდენს ამ სფეროში პროფესიონალების ტესტირებას და გასცემს საერთაშორისო სერთიფიკატებს.
https://www.eib.org/epec/index
– ევროპული PPP ექსპერტიზის ცენტრის
მისიაა დაეხმაროს სახელმწიფო
სექტორს მთელს ევროპაში
საჯარო და კერძო პარტნიორობის უკეთეს განხორციელებაში.
EPEC შეიქმნა
2008 წელს, PPP-ებზე მუშაობის
პროცესში ევროკავშირის
წევრი სახელმწიფოების, ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფოების და სხვების მხარდასაჭერად.
https://www.unece.org/icoeppp.html – გაერთიანებული ერების ევროპის ეკონომიკური კომისიის საჯარო და კერძო თანამშრომლობის საერთაშორისო ცენტრის მისიაა ”დაეხმაროს მთავრობებს განახორციელონ საუკეთეს PPP-ები, ასევე კაცობრიობის წინაშე არსებული მრავალი პრობლემის მოგვარებაში, მათ შორის მწვანე ეკონომიკის შექმნის გზით და კლიმატის ცვლილების შედეგების შემსუბუქებით. საიტზე თავმოყრილია სხვადასხვა ქვეყნებში არსებული PPP-ების გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა.