გარდაბნის მზის ელექტროსადგური
სტატუსი
პირველი ფაზა
სექტორი
ენერგეტიკა (მზე)
ბიუჯეტი
$ 19.46 მლნ
პერიოდი
25 წელი
პროექტი ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების დონის გაუმჯობესებას. პროექტის მიხედვით, ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრეა 30 მგვტ., რაც გულისხმობს წელიწადში დაახლოებით 40.127 მლნ.კვტ.სთ ელ. ენერგიის დამატებით წარმოებას. 2020 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, აღნიშნული პროექტის მიერ გენერირებული ელ.ენერგია ეკვივალენტური იქნება ქვეყნის საშუალო წლიური იმპორტის ~ 0.01 %-ის.
ზოგადად, საქართველოში არსებული ენერგორესურსების ჯანსაღი და სწორი ათვისება, რომლის პოტენციალიც საქართველოში საკმაოდ დიდია, კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის (ენერგეტიკული სექტორი მნიშვნელოვანი ზეწოლაა ეკონომიკის განვითარებისათვის), ისე მოსახლეობის კეთილდღეობისთვის.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და დამატებითი სახსრების მობილიზებას სახელმწიფო ბიუჯეტში. აღნიშნული პროექტის მეშვეობით დაგეგმილია დაახლოებით 19.46 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება განახლებადი ენერგიის სექტორში. ამის გარდა, გასათვალისწინებელია არაპირდაპირი პოზიტიური გავლენა, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისა და გარემოზე დადებითი გავლენის სახით. პროექტის მოქმედების პერიოდში (25 წელი) სახელმწიფო ბიუჯეტში ქონების გადასახადის სახით ყოველწლიურად შევა დაახლოებით 0.1946 აშშ დოლარი.
პროექტი ხელს შეუწყობს გაეროს მდგრადი განვითარების რამდენიმე მიზნის მიღწევას, მათ შორის: სიღარიბის დაძლევა, ხელმისაწვდომი და სუფთა ენერგია, ეკონომიკური ზრდა და ღირსეული სამუშაო ადგილები, მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა, პასუხისმგებლიანი (გონივრული) მოხმარება და წარმოება, კლიმატის ცვლილების შედეგების დაძლევა, პარტნიორობა მიზნების მისაღწევად.
პროექტზე, როგორც მშენებლობის, ასევე ოპერირების სტადიაზე დასაქმებული იქნებიან ძირითადად საქართველოს მოქალაქეები, რაც ხელს შეუწყობს ლოკალური ეკონომიკისა და სოციალური სიტუაციის გაუმჯობესებას.