• სააგენტო
    • ჩვენ შესახებ
    • მისია
    • საქმიანობა
    • სტრატეგია
    • დებულება
    • წლიური ანგარიში
    • საჯარო ინფორმაცია
  • PPP პროცესი
    • რა არის PPP?
    • ისტორიული საფუძველი
    • PPP ფაზები
      • პირველი ფაზა
      • მეორე ფაზა
      • მესამე ფაზა
      • მეოთხე ფაზა
      • მეხუთე ფაზა
      • საინიციატივო შეთავაზება
  • პროექტები
    • პოტენციური PPP პროექტების ბაზა
    • ტენდერები
    • მოგვაწოდეთ იდეა
  • სიახლეები
    • ახალი ამბები
    • ვიზიტები
    • ღონისძიებები
  • ინვესტორთა კუთხე
    • ბიზნესის კეთება საქართველოში
    • სტრატეგიული დოკუმენტები
    • ბიზნესგარემო
  • რესურსები
    • სამართლებრივი ბაზა
    • სახელმძღვანელო
    • საერთაშორისო გამოცდილება
  • სააგენტო
    • ჩვენ შესახებ
    • მისია
    • საქმიანობა
    • სტრატეგია
    • დებულება
    • წლიური ანგარიში
    • საჯარო ინფორმაცია
  • PPP პროცესი
    • რა არის PPP?
    • ისტორიული საფუძველი
    • PPP ფაზები
      • პირველი ფაზა
      • მეორე ფაზა
      • მესამე ფაზა
      • მეოთხე ფაზა
      • მეხუთე ფაზა
      • საინიციატივო შეთავაზება
  • პროექტები
    • პოტენციური PPP პროექტების ბაზა
    • ტენდერები
    • მოგვაწოდეთ იდეა
  • სიახლეები
    • ახალი ამბები
    • ვიზიტები
    • ღონისძიებები
  • ინვესტორთა კუთხე
    • ბიზნესის კეთება საქართველოში
    • სტრატეგიული დოკუმენტები
    • ბიზნესგარემო
  • რესურსები
    • სამართლებრივი ბაზა
    • სახელმძღვანელო
    • საერთაშორისო გამოცდილება
  • ENG
  • GEO

ბოტისის ქარის ელექტროსადგური

სტატუსი

მეორე ფაზა

სექტორი

ენერგეტიკა (ქესი)

ბიუჯეტი

$ 66.55 მლნ

პერიოდი

25 წელი

პროექტი ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების დონის გაუმჯობესებას. პროექტის მიხედვით, ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრეა 50 მგვტ., რაც გულისხმობს წელიწადში დაახლოებით 172.13 მლნ. კვტ.სთ.ელ.ენერგიის დამატებით წარმოებას. 2020 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, აღნიშნული პროექტის მიერ გენერირებული ელ.ენერგია ეკვივალენტური იქნება ქვეყნის საშუალო წლიური იმპორტის ~ 7.8 %-ის.

ზოგადად, ქვეყანაში არსებული განახლებადი ენერგეტიკული წყაროების ათვისება, რომლის პოტენციალიც საქართველოში საკმაოდ დიდია, კრიტიკულად მნიშვნელოვანია მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის და, შესაბამისად, მოსახლეობის კეთილდღეობისთვის.

პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სწრაფ მოზიდვას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და დამატებითი სახსრების მობილიზებას სახელმწიფო ბიუჯეტში. აღნიშნული პროექტის მეშვეობით დაგეგმილია დაახლოებით 66.55 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება განახლებადი ენერგიის სექტორში.კომპანიის ინფორმაციით, პროექტის მშენებლობის ეტაპზე და ოპერირების პერიოდში მოხდება სამუშაოებში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვა. ამის გარდა, გასათვალისწინებელია არაპირდაპირი პოზიტიური გავლენა, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისა და გარემოზე დადებითი გავლენის სახით. პროექტის ოპერირების პერიოდში, ქონების გადასახადის სახით, ადგილობრივ ბიუჯეტში ყოველწლიურად შევა დაახლოებით 665.500 აშშ დოლარი.

საქართველოში არსებული ენერგორესურსების ჯანსაღი და სწორი ათვისება მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის (ენერგეტიკული სექტორი, რომელიც მადნეულზეა დამოკიდებული და ეს უკანასკნელი ქვეყანაში არ არსებობს, მნიშვნელოვანი ზეწოლაა ეკონომიკის განვითარებისათვის), ისე საზოგადოების კეთილდღეობისთვის.

პროექტი ხელს შეუწყობს გაეროს მდგრადი განვითარების რამდენიმე მიზნის მიღწევას, მათ შორის: სიღარიბის დაძლევა, სუფთა ენერგია, ღირსეული სამუშაო ადგილები და ეკონომიკური ზრდა, მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა, პასუხისმგებლიანი (გონივრული) მოხმარება და წარმოება, კლიმატის ცვლილების შედეგების დაძლევა, პარტნიორობა მიზნების მისაღწევად.

მენიუ

  • პროექტები
  • სიახლეები
  • ინვესტორებისათვის

კონტაქტი

სრულად
  • თბილისი 0114, პავლე ინგოროყვას ქ. N7
  • phone icon +995 (32) 299 09 00 (2399)
  • email icon [javascript protected email address]
  • facebook logo
  • youtube logo

სიახლეების გამოწერა

© Copyright 2023

ყველა უფლება დაცულია