საინიციატივო შეთავაზება
1.
პირველი ფაზა
- კერძო ინიციატორი ამზადებს შეთავაზებას, რომელიც უნდა იძლეოდეს საშუალებას განხორციელდეს შეთავაზებული პროექტის, მისი პოტენციალისა და მისი PPP პროექტის სახით განხორციელების წინარე შეფასება;
- კერძო ინიციატორი დარგობრივ სამინისტროს წარუდგენს საინიციატივო შეთავაზებას;
- უფლებამოსილი ორგანო ამზადებს პროექტის კონცეფციის ბარათს, რომელსაც განსახილველად წარუდგენს ფინანსთა სამინისტროს და სააგენტოს;
- ერთი თვის განმავლობაში, ფინანსთა სამინისტრო ამზადებს დასკვნას, ხოლო სააგენტო ამზადებს რეკომენდაციას პროექტის კონცეფციის ბარათთან დაკავშირებით;
- უფლებამოსილი ორგანო მთავრობას წარუდგენს პროექტის კონცეფციის ბარათს, ფინანსთა სამინისტროს დასკვნასა და სააგენტოს რეკომენდაციას;
- მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას პროექტის კონცეფციის ბარათთან დაკავშირებით.
2.
მეორე ფაზა
- მთავრობის მოწონების შემთხვევაში, უფლებამოსილ ორგანოს მოთხოვნით, კერძო ინიციატორის მიერ ფინანსური, ტექნიკური და ეკონომიკური კვლევების/ანალიზის ჩატარება;
- უფლებამოსილი ორგანო ფინანსთა სამინისტროს წარუდგენს მოთხოვნას მოამზადოს დასკვნა PPP პროექტის განხორციელების საჭიროებისა და მიზანშეწონილობის შესახებ და ფინანსთა სამინისტრო ამზადებს ასეთ დასკვნას 45 დღის ვადაში;
- უფლებამოსილი ორგანო მთავრობას წარუდგენს დოკუმენტაციას გადაწყვეტილების მისაღებად;
- მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას PPP პროექტის განხორციელების შესახებ.
3.
მესამე ფაზა
- ენერგეტიკის სექტორში კერძო ინიციატორთან შესაძლებელია განხორციელდეს შერჩევა პირდაპირი მოლაპარაკების გზით;
- თუ დაიწყო შესარჩევი პროცესი, კერძო ინიციატორი უფლებამოსილია მიიღოს მონაწილეობა შესარჩევ პროცესში.