ნატალია მოწონელიძე ადმინისტრაციული სამართლის ფორუმს დაესწრო

2019 წლის 14 დეკემბერს საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის, იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრის და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მხარდაჭერით „ადმინისტრაციული სამართლის ფორუმი” გაიმართა. ფორუმის მონაწილეებმა, მოსამართლეებმა, ადამინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლებმა, აკადემიურმა პერსონალმა ადამინისტრაციული სამართლის აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს.
ფორუმზე სიტყვით წარსდგა საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნატალია მოწონელიძე, რომელმაც საჯარო და კერძო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და საზოგადოებას სააგენტოს როლზე მიაწოდა ინფორმაცია.