ლევან ბატიაშვილის შესახებ
სამუშაო გამოცდილება
მაისი, 2019 – დღემდე
უფროსი ანალიტიკოსი (უფროსი მრჩეველი), სსიპ – საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო
- სსიპ – საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს შექმნაში მონაწილეობა;
- საჯარო და კერძო თანამშრომლობის სამოქმედო გეგმებისა და სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავება;
- საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების შეფასება, მათ შორის, როგორც მაკროეკონომიკური ანალიზი, ასევე გარემოზე ზემოქმედებისა და სოციალური კუთხით შეფასება;
- ჯამში $5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების შეფასება, მათ შორის, ქარის, მზის და ჰიდროელექტროსადგურები, ავტომაგისტრალები და პორტები;
- რამდენიმე მაღალი დონის საერთაშორისო ღონისძიების კოორდინაცია და მონაწილეობის მიღება, მათ შორის, სხვადასხვა ქვეყანასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გამორმება;
- ფართო მასშტაბის, მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობა;
- საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ გამართულ ფართომასშტაბიან, მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობა ბარსელონაში, სტამბულში, სამხრეთ კორეაში, საქართველოში და სხვაგან.
2018 – 2019
მოწვეული ლექტორი, პოლიტიკური ფილოსოფია და საჯარო პოლიტიკა
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA)
2018
მოწვეული ლექტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ლექციები საჯარო პოლიტიკაში, ეთიკისა და განათლების პოლიტიკაზე აქცენტირებით
აპრილი, 2014 – ივლისი, 2016
პოლიტიკის უფროსი ანალიტიკოსი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი (SSCMC)
- განათლების, სოციალური გარემოსა და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებზე კონსულტაციის გაწევა;
- ქვეყნის მომავალი განვითარების შესახებ სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავება, როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ასპექტების გათვალისწინებით;
- სამთავრობოთაშორისო თანამშრომლობის ჯგუფის შექმნა, რომელიც მუშაობდა საფრთხეების შეფასების ეროვნულ დოკუმენტზე;
- მონაწილეობა მიიღო რისკების შემცირების ეროვნული სტრატეგიის შექმნაში მონაწილეობა;
- რეგიონის ქვეყნების განვითარების ასპექტების ანალიზი, შედეგების ქართულ რეალობასთან მისადაგების მიზნით.
თებერვალი, 2009 – მაისი, 2014
უფროსი მრჩეველი, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი
უფროსი მრჩეველი, ევროპულ საქმეთა დეპარტამენტი
II მდივანი, დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
- პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენების ტექსტების მომზადება;
- ბრიუსელში დაგეგმილი ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრების ორგანიზება და მათში მონაწილეობა;
- ევროატლანტიკური ინტეგრაციის ქვეყნების სტრატეგიის თანაავტორობა;
- “ვიშეგრადის” ჯგუფისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან ორმხრივი ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების კოორდინირება;
- საგარეო დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და შტაბებს შორის ურთიერთობების კოორდინირება;
- მაღალი დონის ვიზიტებისა და შეხვედრების ორგანიზება.
მარტი, 2006 – იანვარი, 2008
მთავარი სპეციალისტი, მეთოდოლოგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
- ქვეყანაში ფულის გათეთრების პრევენცია;
- საქართველოს ფულის გათეთრების სტრატეგიის შემუშავება FATF-ის, ევროპის საბჭოს MONEYVAL კომიტეტის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად;
- ფულის გათეთრების საკითხებზე ქვეყნის ფინანსური და საბანკო სექტორის ინფორმაციული უზრუნველყოფის კოორდინირება;
- ორგანიზაციის სტრატეგიული კომუნიკაციის მენეჯმენტი.
განათლება/ტრენინგები
- 2016-2017
საჯარო პოლიტიკის მაგისტრატურა
ედინბურგის უნივერსიტეტი - 2011-2012
დიპლომატიური კურსები ახალგაზრდა დიპლომატებისთვის
კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი (ჰააგა) - 2003-2005
საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის ისტორიის მაგისტრატურა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 1999-2003
საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის ისტორიის ბაკალავრიატი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
უცხო ენები
- ინგლისური
- რუსული